დავით მათიკაშვილი: არჩევნებთან მიმართებით ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში იქნება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, არჩევნებთან მიმართებით ყველა გადაწყვეტილება იმ გამოწვევებიდან იქნება ნაკარნახევი, რომელიც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში იქნება.
“ოპოზიცია სპეკულაციებს არ ეშვება, მათი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია ეს ყველაფერი. საზოგადოება კარგად ხედავს მოცემულობას. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა არ დასრულებულა. არჩევნებთან მიმართებით ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ გამოწვევებით ნაკარნახევი, რომელიც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში იქნება.
ამ ეტაპზე, არჩევნების საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა პანდემიისა და საგანგებო ვითარების მდგომარეობაში საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, თუ როგორ და რა წესით ტარდება არჩევნები”, – განაცხადა მათიკაშვილმა.