ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კარანტინის ინსტიტუტმა ძალიან კარგად იმუშავა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კარანტინის ინსტიტუტმა კარგად იმუშავა.

მისივე თქმით, კარანტინის დატოვების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი შემთხვევა გამოვლინდა.

„კარანტინსა და კარანტინის დატოვების მე-13 და მე-14 დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ინფიცირებული აღმოვაჩინეთ. ზოგადად, ქვეყანაში კარანტინის ინსტიტუტმა იმუშავა ძალიან კარგად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დადგენილება, რომელსაც დღეს ან ხვალ პრემიერის მიერ მოეწერება ხელი, იქნება შემდგომი ნაბიჯი ტესტირების საშუალებით პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებისკენ და, მეორე მხრივ, ადრეული იდენტიფიცირების მიმართულებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები