ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ის ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა. 32 წლის ექიმი ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები