რუხის კლინიკაში პაციენტთა მიმართვიანობამ იკლო

ბოლო კვირის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე, რუხის საავადმყოფოში პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია – ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.

ქარცივაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინიკაში მოთავსებულია 4 კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომლებიც ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ქვეყენაში შემოსულ ტრაილერის მძღოლებს ყოვედღიურ რეჟიმში კლინიკაში, სწრაფი ტესტირება უტარდებათ. ამ დრომდე, ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, ყველას პასუხი უარყოფითია. ამ დროისთვის კლინიკაში ჯამში 10 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 4 კოვიდინფიცირებული, ხოლო 6 პაციენტი ცხელების ნიშნითაა მოთავსებული”,- განაცხადა რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.

13 ივნისის მონაცემებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 41 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 23 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა 1853 პირზე დამყარდა.

12 ივნისის მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში განოიკვლიეს 110 ნიმუში. ყველა მათგანი უარყოფითია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები