შიდა ქართლში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარი ლაბორატორიაში გაგზავნილი 17 პირის სატესტო ნიმუშიდან კორონავირუსი მხოლოდ 1 პირს დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია „ რეგიონულ კვირას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა დაუდასტურა. ახალი შემთხვევა გორში “ემბავუდის” მაღაზიის თანამშრომელის მეუღლე შუახნის მამაკაცია.
“ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან კორონავირუსით დაინფიცირებული პირთა კონტაქტები. გაგაზავნი 17 ნიმუშიდან კი კორონა ვირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა“, -განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
ცნობისთვის, შიდა ქართლის რეგიონში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირების ბოლო ორი დღის განმავლობაში, 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 2 – კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.