ონის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა , ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, მედიატორებს, და პროცესთან დაკავშირებულ პასუხისმგებელ პირებს მიწაზე უფლების დადგენის პროცესში მათი უფლება – მოვალეობები, პროცედურები, ვადები და მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.