კომპანია “არემჯი” და ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებენ
არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ და წარმოების დირექტორმა კობა მენაბდიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ბოლნისის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მათგან სოფელში წლების მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემის შესახებ არსებული ინფორმაცია მოისმინეს.
კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „არემჯი“ ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის მოგვარების პროცესში დახმარებას დაპირდა. კომპანიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ადგილზე არსებულ ვითარებას, რის შემდეგაც დაიგეგმება კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით სოფელ ბოლნისის მოსახლეობას და ვიმსჯელეთ ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა რეგიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს რეგულარულად ახორციელებს. დიდი სურვილი გვაქვს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ამჯერადაც დავუდგეთ გვერდში და სოფელ ბოლნისში არსებული წყლის პრობლემა ეტაპობრივად მოვაგვაროთ.“ – განაცხადა კომპანია არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
R