ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. მხარის რწმუნებული იმერეთის მთავარ სამმართველოში მეხანძრე-მაშველებსა და ოპერატორებს პირადად გაესაუბრა.
შალამბერიძემ მათ ქვეყნის ერთგულებისა და მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ვულოცავ ყველა მეხანძრე-მაშველს პროფესიულ დღეს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ და თითოეული თანამოქალაქის სადარაჯოზე დგანან. მათ ბევრჯერ გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვიქნებით ამ ადამიანების მადლიერი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დღესვე საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსს, ვლადიმერ ჯღამაძეს, მინისტრის ბრძანებით, სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალ დონზე შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა.