ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. KIU-ს რექტორის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, უკვე ასეულობით აბიტურიენტმა აირჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

მისი ინფორმაციით, პროგრამები ინგლისურ ენოვანი იქნება და ლექციები ორ ენაზე ჩატარდება -ქართული და ინგლისური. სალექციო კურსებს ქართველი და უცხოელი პროფესორები და ლექტორები გაუძღვებიან. საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. ასევე მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის მიზანია, სწავლებასთან ერთად სტუდენტური საცხოვრებლის ანაზღაურება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM). KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიაზე დაგეგმილია TUM International-ის ოფისის გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები