ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურებას

“ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურებას”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშს წარადგენს.

მინისტრის თქმით, დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება.

„რა თქმა უნდა, გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურებას. ქვეყანაში რყევები ძლიერდება მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელთა ერთ-ერთ მიზანს წარმოდგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიც არის ეკლესია, ჯარი, პოლიცია, ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობაზე მნიშვნელოვანი აზრის მქონე ლიდერები და ინდივიდები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები