საფრანგეთში, იუსტიციის სასახლეში სროლა მოხდა – არის მსხვერპლი

საფრანგეთის ქალაქ ნიმში, იუსტიციის სასახლის ეზოში სროლა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

Midi Libre-ს ინფორმაციით, მომხდარის ზუსტი მიზეზი და გარემოება დგინდება.

აღინიშნება, რომ ადგილზე პოლიცია და სახანძრო ბრიგადები მივიდნენ.

შენობის მიმდებარე ქუჩები შემოსაზღვრულია, შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ.

რადიოსადგურ France Bleu-ს ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი შენობაში შევიდა და თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები