გორში მაღაზია „ემბავუდის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორში მაღაზია „ემბავუდის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის დაინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 8 პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
„გიდასტურებთ გორში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირების ფაქტს. ინფიცირებული პაციენტი ქალბატონია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. გეტყვით, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის 8 კონტაქტზე ამ დროისთვის მიმდინარეობს დაკვირვება, აღებულია ნიმუშები და ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი“, – განუცხადა ეკა ქორჩაშვილმა “რეგიონულ კვირას”.
ცნობისთვის, შიდა ქართლში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 12 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 2 – კასპში, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყურში, 8 კი – გორის მუნიციპალიტეტში.