გურიაში ლურჯი მოცვის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან

გურიაში წელს 250 ტონა ლურჯი მოცვის მოსავალს ელოდებიან. გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას განცხადებით, გურიაში ლურჯი მოცვი, ჯამურად, 225 ჰექტარზეა გაშენებული და ყოველწლიურად ათობით ჰექტარზე მიმდინარეობს ახალი ბაღების გაშენება.
დღეისათვის, ლურჯი მოცვის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 13-15 ლარს შეადგენს. ფერმერების განცხადებით, საექსპორტო ფასი 40 დოლარს უახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები