იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცოლ-ქმარი გადაიყვანეს, რომელთაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან კიდევ ორი პაციენტი დაგვემატა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს ბაქოში. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ნადირაძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, ორი კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული. მათ დღის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.