“ბავშვი ტუალეტში გაუჩენია”-ქვემო ბოდბეში ნაპოვნი ახალშობილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ნაპოვნი ახალშობილის საქმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ახალშობილის მშობლები მწყემსები იყვნენ და გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრება ფერმაში უწევდათ. ოჯახის მეზობელი “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნავს, რომ ქალი მეუღლეს ორსულობას უმალავდა.
” ცოლ-ქმარს ნორმალური ურთიერთიბა ქონდათ, ქმარს არ ცოდნია, რომ მისი ცოლი ორსულად იყო, ატყუებდა ავთვისებიანი სიმსივნე მაქვსო და ბავშვი ტუალეტში გაუჩენია. მერე ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ხევთან დატოვა, ქმარმა არ იცის რატომ მოიქცა მისი ცოლი ასე, ბავშვი არ ყავდათ და უნდოდათ”,- განმარტავს ოჯახის მეზობელი.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. ჩვილი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.