ხაშურის ახალი შემოვლითი გზით გადაადგილება ივლისიდან გახდება შესაძლებელი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშურის ახალი 13 კმ-იანი შემოვლითი გზით გადაადგილება ივლისიდან გახდება შესაძლებელი.
ახალი გზა, აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა, ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე, შემცირდება მგზავრობის დრო.