კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არ ჯდება არცერთ დიპლომატიურ ურთიერთობაში, შესაბამისად, ამას მოჰყვება რეაგირება
“ზოგადად, ცუდია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე, თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში ერევა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
კალაძის თქმით, აღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“ზოგადად, ცუდია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე, თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს და ერევა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს არ ჯდება არცერთ დიპლომატიურ ურთიერთობაში. შესაბამისად, ამას მოჰყვება რეაგირება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს – “მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას. ვემზადებით გამარჯვებისთვის. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება საქართველო, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს”.