ამირან გამყრელიძე: საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების გამორთვისა და პირბადის აუცილებლობის რეკომენდაციები ძალაშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნული გამოცდების პერიოდში კონდიცირების გამორთვის, ასევე, პირბადის გამოყენების რეკომენდაციები დღეისთვის არსებულ მტკიცებულებებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა.

მისივე თქმით, ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს.

„რეგულაცია და გაცემული რეკომენდაცია, რომ გამოცდების პერიოდში გათიშული იყოს იმ ტიპის ვენტილაცია, ანუ კონდიცირება, რაც დღეს უმრავლეს შენობებშია და, მათ შორის, იქ, სადაც გამოცდები ტარდება, ეყრდნობა მტკიცებულებებს, რაც დღეისთვის არსებობს. ის, რომ პირბადით უნდა იყოს, ესეც ეყრდნობა დღევანდელ მტკიცებულებებს, განსაკუთრებით – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გაცემულ და მრავალი ქვეყნის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. დღეს ეს არის, მაგრამ მოგეხსენებათ, სამარადჟამო არაფერია. ველოდებით, ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კვლევაა, კვლევები მიმდინარეობს აშშ-სა და ევროპაში, ის ასოციაციები აკეთებენ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ საინჟინრო პროფესიებთან და კიდევ ერთხელ ვნახავთ, მაგრამ დღეს ძალაშია რეკომენდაციები, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები