სააკაშვილის განცხადების გამო, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩს განმარტებებისთვის დაიბარებენ

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს დაიბარებენ.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ იგი არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას. „ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“, – ამბობს ის.

„რა თქმა უნდა, დავიბარებთ ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს, რადგანაც ეს არის აშკარა, პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის სხვა ქვეყნის და არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ – სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებსა და საარჩევნო პროცესში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ საქართველოში უკრაინის ელჩის განმარტებებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანი ასევე აღნიშნავს, რომ არსებობდა მოლოდინი, სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას გააგრძელდებდა.

„სწორედ ეს არის ის საკითხი, რის გამოც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიდგომა და რის გამოც ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე. სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს უკრაინელ კოლეგებს – ადამიანი, რომელიც ინიშნება ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, რომელიც არის ძებნილი და რომელსაც ქართული მართლმსაჯულება ოთხი დამოუკიდებელი ქეისის მიმართულებით სთხოვს პასუხს, გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები