თეა წულუკიანი: შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა თბილისში გააჩინა ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნაც, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება, რაც საგანგაშოა
“არის საკმაოდ საგანგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ კოვიდთან დაკავშირებით შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა თბილისში გააჩინა ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნაც, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრი მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
“არის საკმაოდ საგანგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ კოვიდთან დაკავშირებით შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა თბილისში გააჩინა ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნაც, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. შესაბამისად, ის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ბოლო საათებში დაუდასტურდა კორონავირუსი, პირველი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არიან აბსოლუტურად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები – 25, 30, 70 წლის ასაკის ზევითაც და არაერთი მათგანის შემთხვევაში ვერ დგინდება ვისგან გადაედოთ ვირუსი. ეს არის საგანგაშო, ამიტომაც ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, რომ დავიცვათ ის ელემენტარული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესები, რომელიც დადგენილი გვაქვს ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ”, – განაცხადა წულუკიანმა.