დიდ დიღომში ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები