პაატა იმნაძე: გამოცდების მიმდინარეობისას კონდიციონერები ვერ იმუშავებს, ფანჯრები იქნება ღია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები ჩართული იქნება.

მისივე თქმით, უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში კონდიციონერები გამორთული იქნება და განიავება ფანჯრების გაღებით მოხდება.

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ, იქნება მაინც განიავების პრობლემები. რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ, სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება. გამოცდებზე აბიტურიენტებს შეეძლებათ, თავად მიიტანონ პირბადეები და კალმები, მაგრამ, არქონის შემთხვევაში, მათ ადგილზე დახვდებათ. გარდა ამისა, მაქსიმალურად აიკრძალება საგამოცდო ოთახებში სხვა ნივთების შეტანა”, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები