პაატა იმნაძე: ღია აუზები გაიხსნება, მაგრამ გარკვეული რეგულაციები იქნება შესამუშავებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ღია აუზები გაიხსნება, მაგრამ გარკვეული რეგულაციები იქნება შესამუშავებელი.
მისივე თქმით, საჭიროა გარკვეული რიგითობის დაცვა, რადგან ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება.
„ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, ამაზე შევთანხმდეთ. უნდა იყოს დაცული რიგითობა, ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორების. რა თქმა უნდა, გაიხსნება ის აუზებიც, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული განსხვავებული წესები, იმიტომ, რომ სასტუმროში არის ფიქსირებული ადამიანები, ვინც არიან ამ დაწესებულების დამსვენებლები, ღია აუზებზე ადამიანები შედიან ქუჩიდანაც, ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ყველაფერი გაიხსნება ოღონდ თავის დროზე“, – განაცხადა იმნაძემ.