“ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სატრანსპორტო ნაკადები 10-ჯერ და მეტჯერ შეამცირა, შეზღუდვა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იყო” – მთავრობის ანგარიში

“17-აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი იყო აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკა”, – ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შეთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 34 შემთხვევა დაფიქსირდა.
„აღდგომის დღესასწაულის შემდგომი სამკვირიანი მაჩვენებლების ანალიზით აშკარაა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, 4 მაისის კვირაში კლების დინამიკა აღინიშნა. ასევე, ქვეყანაში არ დაფიქსირდა „დღესასწაულების კლასტერი”. მობილობის შემცირებას აჩვენებს ავტომანქანების ნაკადების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, 3 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შემოღებული შეზღუდვის შედეგად, სატრანსპორტო ნაკადები შემცირდა საშუალოდ 10-ჯერ და მეტჯერ”, – აღნიშნულია COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები