საწარმო “თელა” სრული დატვირთვით ფუნქციონირებს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მდებარე მეფრინველეობის ფერმა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. საწარმო – ,,თელა“ ქათმის ხორცით ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს და სრულად ფარავს ,,კარფურის” ქსელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მხარის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ფერმა ადგილზე დაათვალიერა, საწარმოს წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
საწარმოს წარმომადგენლების თქმით, მუშაობა სრული დატვირთვით მინდინარეობს, პროდუქცია კი მაღალი ხარისხით გამირჩევა. ასევე, მუშაობის პროცესში სრულადაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული უსაფრთხოების რეკომენდაციები.
ფერმა შეღავათიანი აგროკრედიტის მოსარგებლეა და, ჯამურად, 1,5 მილიონ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში, ძირითადად, ადგილობრივები არიან დასაქმებულები.
ასევე, შიდა ქართლის რწმუნებულმა ფერმის ტერიტორიაზე გაშენებული ვენახიც დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი ვაზის ჯიშებია გაშენებული.