გურიის რეგიონში გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყაზბეგის ქუჩისა და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ივნისის ბოლომდე დასრულდება.

ასევე, მიმდინარეობს გოთუასა და ნაკაშიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 234 519 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, იგება 950 გ.მ. ბეტონის გზა. პროექტების ჯამური ღირებულება 190 607 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები