სოფო კილაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები “ნაცების” ან სხვების გამარჯვების გარანტი რომ იყოს, თანამდებობებს რურუაზე არ გაცვლიდნენ

“საკონსტიტუციო ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სხვების გამარჯვების გარანტი რომ იყოს, თანამდებობებს რურუაზე არ გაცვლიდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მზად არის.
„თუმცა, რაც შეეხება გიორგი რურუას, ვინმეს განცდა აქვს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც გიორგი რურუას „პოლიტპატიმრობაზე“ საუბრობს და თან ამას აბამს საკონსტიტუციო ცვლილებების თემას, დარწმუნებული რომ იყოს, ახალი საკონსტიტუციო მოდელით ხელისუფლებაში მოვლენ, ამას მხარს არ დაუჭერდნენ? ვინმე დარწმუნებულია იმაში, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გარანტი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სხვების გამარჯვების და ისინი თანამდებობებს რურუაზე გაცვლიდნენ? სიმართლე გითხრათ, მე ასე არ მგონია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები