სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინე სივრცეში 51, ხოლო თვითიზოლაციაში 35 ადამიანი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში, ამ დრომდე, 35 ადამიანი იმყოფება, ხოლო ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 51 პირია მოთავსებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ჯამურად, ეპიდზედამხედველობის ქვეშ 1751 პირი იმყოფებოდა.
2 ივნისის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში, “კოვიდ19“-ზე 127 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია. რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს – საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში 6 პირი განაგრძობს მკურნალობას.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.