კისისხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 550 მეტრის სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი.
“სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია – “როუდ სოლუშენი” ახორციელებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 379 973 ლარით ფინანსდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.