“როგორც ვიცი, ფასიანი რეკლამის აკრძალვას არცერთი პოლიტიკური სუბიექტი ეთანხმება და არ მგონია, ასეთი ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ჩაიდოს”

“მე როგორც ვიცი, ფასიანი რეკლამის აკრძალვის ინიციატივას არცერთი პოლიტიკური სუბიექტი  ეთანხმება, შესაბამისად, არ მგონია, ასეთი ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ჩაიდოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე დეპუტატის, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნოდ ფასიანი რეკლამა უნდა აიკრძალოს.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. იქ, რამდენადაც მახსოვს, ეს ინიციატივა საერთოდ არ გაჟღერებულა, თუმცა სხვა ტიპის დისკუსიები იყო ამ თემასთან დაკავშირებით და პარტიებს ჰქონდათ სრულიად რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ კომერციული რეკლამის გაშვების საშუალება ტელევიზიებში უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მეეჭვება, რაიმე მსვლელობა მიეცეს ამ ინიციატივას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები