თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და თერჯოლაში მერის წარმომადგენე გაიოზ მარუაშვილთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების შესახებ ესაუბრა.
“ამ გზის რეაბილიტაციას, რომელიც იყო ამორტიზებული და ვიწრო, წლების მანძილზე ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტი, გზის გაფართოებისა და მეწყრული პროცესების შეჩერების მიზნით, ხუთი საყრდენი კედლის მოწყობასაც ითვალისწინებს. ლ ჯამურად, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
მათივე ცნობით, აღნიშნული გარდამავალი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 650 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მეკა” ასრულებს.