ლანჩხუთის “გურიას” სამწვრთნელო შტაბი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ლანჩხუთის „გურიას” სამწვრთნელო შტაბი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძეს შეხვდა. კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, გიგა სურმავამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეტაპობრივად უნდა შეიქმნას ძლიერი გუნდი და მიაღწიონ წარმატებას.

“ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი გუნდი და ეტაპობრივად მივაღწიოთ წარმატებებს. ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, იქნება ცვლილებებიც. გუნდს ლევან ხომერიკი, ვანო მახარაძე და გიგლა იმნაძე გაწვრთნიან. ფეხბურთელების ფიზმომზადებას კახა ვაჩეიშვილი ჩაუდგება სათავეში. მეკარეებს გია გოგუა გაწვრთნის”, – განაცხადა სურმავამ.

რაც შეეხება გუნდის შეკრებას – სპორტული დირექტორი ამბობს, რომ გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზაზე მოხდება შეკრება, თუმცა, კორონავირუსის გამო, დაცული და გათვალისწინებული იქნება ფეხბურთის ფედერაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

“იმედი მაქვს, თქვენი შემართება და ძალისხმევა „გურიას” ძველ სახელსა და დიდებას დაუბრუნებს. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები