თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.

„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – განუცხადეს გენერალურ პროკურატურაში “ინტერპრესნიუსს”, რითაც 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხეს.

ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თორაძეები “მხედრიონს” დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს: ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე, მათ მეგობარს, “მხედრიონმა” ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ ძმები – ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და – თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები