ბათუმში ღვთისმშობლის შობის ტაძარი გაქურდეს

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც საკათედრო ტაძარში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მოპარულია საეკლესიო ნივთები და თანხა, რომელიც სასანთლეში ინახებოდა.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები