რა გახდა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა
მინესოტას შტატის ჰენეპინის ოლქის სასამართლო ექსპერტიზის ოფიციალური დასკნის თანახმად, 46 წლის აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა.
“გულის გაჩერება გამოიწვია კისერზე ხანგრძლივმა ზეწოლამ, რაც პოლიციის ძალისმიერი მეთოდის შედეგია”, – ნათქვამია პრესრელიზში.
დოკუმენტში მამაკაცის სიკვდილი მკვლელობად არის კვალიფიცირებული. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში ეს განმარტება არ არის იურიდიული – სამართლებრივ შეფასებას სასამართლო ორგანოები გააკეთებენ.
გარდა ამისა, ექსპერტიზა აღნიშნავს, რომ ფლოიდს გულის დაავადება ჰქონდა, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მან მეტამფეტამინი მიიღო, თუმცა გარდაცვალების მიზეზი აღნიშნული ფაქტორები არ ყოფილა.
გუშინ ფლოიდის ოჯახის მიერ დაკვეთილი ექსპერტიზის დასკვნაც გამოქვეყნდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ გარდაცვალება ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია.