დაბა სურამში სარაჯიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

დაბა სურამში ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა მოინახულა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მშენებლობა, უკვე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა, უმოკლეს დროში კი ასფალტის მეორე ფენის დაგება განხორციელდება და ქუჩა მთლიანად კეთილმოეწყობა.
პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 238 975 ლარს შეადგენს“,- განაცხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები