გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბიჭი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 6 წლის ბიჭს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო, იგი კლინიკა „გორმედის„ ქსელში გადაიყვანეს.  როგორც“ გორმედის“ ქსელის მორიგე ექიმმა, ლექსო ხეთაგურმა განაცხადა, ამ დროისთვის, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჯახების შედეგად, მოზარდი მანქანის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც ბეჭების არეში თერმული დამწვრობები აქვს მიღებული.
„პაციენტის პოლიტრამვით შემოიყვანეს, დაზიანებები აღენიშნება ოთხივე კიდურზე, ბეჭების არეში მიღებული აქვს თერმული დამწვრობა. ასევე თავის არეში აქვს ჭრილობა. ჩაუტარდა ყველა საჭირო, მაღალ ტექნოლოგიური კვლევები. ამ დროისთვის, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ლექსო ხეთაგურმა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის  276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები