თეთრიწყაროში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადაეცა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ჩანქსელიანისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადაეცა.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწია ჯამში 4000-ზე მეტ პირს.
ამანათები თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილეებმა ბერდია ხვისტანმა და დევი დევიძემ გადასცეს.