“ჯორჯიან მანგანეზმა” ხეების დარგვის აქცია და შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა
“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან და მსახიობ მაკა შალიკაშვილთან ერთად ჭიათურასა და ზესტაფონში ხეების დარგვის, ასევე შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები განახორციელეს. კერძოდ, ღონისძიების მონაწილეებმა ჭიათურაში მე-12 სკოლა-პანსიონის ეზოში იშვიათი ჯიშის ხეები ოქროსფერი ტუიები დარგეს. აქციას „ჯორჯიან მანგანეზის“ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ეკოლოგიკა 2019“ -ის 2-ე საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათ, მე-12 სკოლა-პანსიონის ეზოში 29 მოსწავლის სახელობითი ხე დარგეს.
გარდა ამისა, კომპანიამ სკოლა-პანსიონს მოსწავლეების მიერ დარგული ხეების მოვლისთვის საჭირო სპეციალური რეკვიზიტები გადასცა.
რაც შეეხება ზესტაფონს, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან და მსახიობ მაკა შალიკაშვილთან ერთად მზრუნველობამოკლებული ბავშვების დღის ცენტრის „ცხოვრების მეგზურის“ ბენეფიციარები მოინახულა.
სტუმრებმა 15 მოზარდს საჩუქრად ტკბილეული გადასცეს. ასევე, ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა სპეციალურად მათთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია წაიკითხა, ხოლო მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა ბავშვებს ცნობილი კლასიკოსების პოეზია გააცნო.
მოზარდებმა „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საჩუქრად სკვერის ბიბლიოთეკა, ხოლო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები მიიღეს. ღონისძიებას პროექტ „ეკოლოგიკა 2019“-ის ზესატაფონის მე-4 საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეებიც შეუერთდნენ.