ზუგდიდში ღია ტიპის კაფე-რესტორნები გაიხსნა

დღეიდან საქართველოში ღია კაფე-რესტორნები გაიხსნა. ზუსტად ერთ კვირაში  უკვე დახურული ტიპის რესტორნების გახსნაა დაგეგმილი. ზუგდიდში ღია ტიპის კაფე-რესტორანი „არტ ჰაუსი“ ერთ-ერთი პირველია, რომელიც რეგულაციების მოხსნის შემდეგ გაიხსნა და პირველ სტუმრებსაც უმასპინძლა.

„არტ ჰაუსის“ მენეჯერის, გვანცა აბსანძის განცხადებით, რესტორანში ბევრი სიახლეა, მათ შორის, ვიზიტორებს ახალი, ერთჯერადი მენიუთ სარგებლობა შეუძლიათ. ასევე, რესტორნის მენეჯმენტმა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ეკონომკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქციაზე ფასები დაწია.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მონატრებულ სტუმრებთან შეხვედრა და მათთვისაც მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, მოვერგეთ კორონას შემდეგ სიტუაციებს და გამომდინარე იქედან, რომ უკვე დანგრეულია ეკონომიკა და ხალხს იმდენად არ აქვს ფუფუნება იაროს რესტორნებში ყოველდღე ან კვირაში ერთხელ, ამიტომ ფასებს გარკვეულ პროდუქციაზე დავუკელით“, – უთხრა „რეგიონულ კვირას“ გვანცა აბსანძემ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მაგიდები ორმეტრიანი დისტანცითაა განლაგებული, რესტორნის შესასვლელში განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარი. თანამშრომლები კი სტუმრებს პირბადეებითა და ხელთათმნით აღჭურვილი ემსახურებიან. ასევე, რესტორანში მისულ სტუმრებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები