ზემო და ქვემო ქვიშიანში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო ქვიშიანში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს, მონიტორინგის მიზნით, მერიის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს”როუდ სოლუშენი” 917,777 ლარად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ახორციელებს.