ბათუმის მერია ე.წ იაფის სახლის შეძენისთვის რეგისტრაციას ანახლებს
ბათუმის მერია დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ე.წ იაფის სახლის შეძენისთვის რეგისტრაციას ანახლებს. ამისათვის მსურველებმა უნდა მიმართონ მერიის ადმინისტრაციულ სერვისცენტრებს. სადაც პროგრამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
“ქცეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, პროგრამა ,,იაფ სახლზე” შეჩერებული იყო. დღეიდან განახლდა რეგისტრაცია, მსურველებს შეუძლიათ, მივიდნენ სერვისცენტრებში და გაიარონ რეგისტრაცია. აქვე შეავსებენ შესაბამის ფორმებს და ჩააბარებენ განცხადებებს”, – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.
ხელმისაწვდომი საცხოვრისი პროგრამის ფარგლებში, ბინის ფასს მომავალი მესაკუთრე 15 წლის განმავლობაში გადაიხდის. ღირებულების დაფარვის შემდეგ კი ბინა საკუთრებაში გადაეცემა.