ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია შეთანხმებას ორივე ნაწილში არღვევს, ხოლო ჩვენ შეთანხმების ორივე ნაწილს ვასრულებთ
“ორი ვალდებულება ავიღეთ – ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია შეთანხმებას თავის ორივე ნაწილში არღვევს.
“ორი ვალდებულება ავიღეთ ჩვენ. ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. როცა ოპოზიცია ითხოვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევასა და ზეწოლას სასამართლოზე იმისათვის, რომ გათავისუფლდეს გიორგი რურუა, ეს არის სწორედ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არღვევს შეთანხმებას მის ორივე ნაწილში, ხოლო ჩვენ ვასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, მარტივად არის აქ ყველაფერი”, – განაცხადა კობახიძემ.