ნათია მეზვრიშვილი: სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტების შესაბამისად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

“საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს პრიორიტეტებია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

„ბუნებრივია, პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა გარკვეული სახეცვლილება განიცადა, თუმცა ყველა ძირითადი ნაბიჯის მთავარი ამოსავალი იყო სწორედ აღნიშნული პრიორიტეტები”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი წერილობით წარდგენილ ანგარიშში ასახულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრებს, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაურის მისვლის თარიღი კი, რეგლამენტის შესაბამისად, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები