პირველ სვირში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

ზესტაფონში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები პირველ სვირში გეწაძეების უბანში დაიწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფლის საუბნო გზის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით პირველად ხდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია 129 888 ლარით არის დაფინანსებული. კეთილმოწყობის სამუშაოებს მერიის დაკვეთით შპს “ლომი” ასრულებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

“ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. აღდგენილი ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, შეუზღუდავად შეძლონ გადაადგილება, ასევე, ჰქონდეთ განახლებული ინფრასტრუქტურა საკუთარ დასახლებებში”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

პირველ სვირში გეწაძეების უბნის რეაბილიტაცია სატენდერო ვალდებულებით 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები