“ნუ შევქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და წინ, ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება, არ იქნება ასე”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დაწესებულებების ნაწილის გახსნით მოქალაქეების მობილობა კიდევ უფრო იზრდება, ამიტომ ყველაფერი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია.

„ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის მიერ, შრომის ინსპექციის მიერ დაწესებულებები შემოწმდნენ, ყველას მიცემული აქვთ რეკომენდაციები, როგორ უნდა იმუშაონ, რამდენი მაგიდა უნდა იდგას, რა დაშორებით ერთმანეთთან, პირბადეებით როგორ იყვნენ ადამიანები, სანიტაიზერები არის თუ არა. უმრავლესობა ისე ვერ გაიხსნება, თუ არ აკმაყოფილებს ამ პირობებს. ხაზს ვუსვამ, რომ ყველაზე მეტი მაინც არის ჩვენზე, საზოგადოებასა და ჩვენს თვითშეგნებაზე დამოკიდებული. ასევე, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისებაზე. ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. მარტო შიში იმის, რომ ვიღაც მოვა და დამაჯარიმებს, არა, ბატონო! რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ აღსრულების მექანიზმები იყოს, თუმცა, ყველაზე მეტი მაინც არის დამოკიდებული სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობაზე. ნუ შევქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და წინ ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება. არ იქნება ასე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები