ხობის ბაღებში პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი პროდუქტების პაკეტს ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელი მიიღებს.
პროდუქტების გაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე – ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე – მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
საბავშვო ბაღებში სამომხმარებლო პროდუქტის გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციის შესაბამისად მიმდინარეობს.