მარტვილის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, ბავშვებს საკვები პროდუქტი ეტაპობრივად ურიგდებათ.
კვების პროდუქტების გაცემის პროცესს მარტვილის მერის მოადგილე – აკაკი ხუნწელია, ქ. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით ბარამია და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრის დირექტორი – ირმა გაბისონია დაესწრო.
კვების პროდუქტები სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 846 ბავშვს გადაეცემა. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
აღნიშნულ პროცესში, ასევე, ჩართულნი არიან მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები