“კახეთი მაინც რჩება “მწვანე ზონად” – კოვიდინფიცირებულის კონტაქტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ

კახეთში “კოვიდ19-ით” ინფიცირებულის კონტაქტებიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

“კონტაქტები იყო ძალიან მცირე, ის კარგად იცავდა თვითიზოლაციას. 10 ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებს მაინც გადავიყვანთ კარანტინში და დაველოდებით ორი კვირის გასვლას. ეს შემთხვევა არის იმპორტირებული რუსეთიდან, ეპიდემიოლოგიურად, არ ითვლება ადგილზე დაფიქსირებულად ანუ კახეთი მაინც რჩება მწვანე ზონად”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში ტესტირება, ჯამურად, 4078 პირს ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები