შუახევის მერმა ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დისტანციური სამუშაო რეჟიმის გაუმჯობესებაზე, დოკუმენტ ბრუნვის მოწესრიგებასა და ფინანსური კანონმდებლობის დაცვის საკითხებზე.
“შშმ პირების დღის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს, შშმ პირებთან დისტანციური საქმიანობის გააქტიურება და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შესაბამისი დახმარების გაწევა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.